დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ მარსელში უშანსოდ წააგო

0
2

„:სენტ-ეტიენი“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტურში სტუმრად სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფმ „მარსელთან“ უშანსოდ დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა ნახევარმცველმა შეუცვლელად კიდევ ერთი მატჩი ჩაატარა.
მასპინძლები პირველი წუთიდან დიდ უპირატესობას ფლობდნენ და ამიტომ, დაფიქსირებული შედეგი გასაკვირი არაა. მატჩის 27-ე წუთზე „მარსელიდან“ ანგარიში გუირიმ გახსნა და პირველ ტაიმში მეტი გოლი არ გასულა.
მეორე ტაიმის დაწყებიდან ხუთ წუთში გრინვუდმა პენალტი გამოიყენა, ხოლო 58-ე წუთზე მურილიო,მ ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა.
მე-60 წუთზე გუირიმ დუბლი შეასრულა, 77-ე წუთზე კი რაბიოს დარტყმის მერე ანგარიში 5:0 გახდა. სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 79-ე წუატზე სტასინმა გაიტანა.
„სენტ-ეტიენი“ 18 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი