კიტეიშვილის „შტურმი“ ალთუნაშვილის გუნდთან დამარცხდა

0
1

ავსტრიის ბუნდესლიგის ლიდერი გრაცის „შტურმი“, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი გამოდის,  მე-18 ტურში სტუმრად 0:3 დამარცხდა „ვოლფსბერგთან“, რომლის ღირსებას სანდრო ალთუნაშვილი იცავს.
გრაცელებში კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა და 49-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო ალთუნაშვილი სტუმართა გაანცხადში იყო, მაგრამ სათადარიგოთა სკამზედ ყოფნა აკმარეს.
მასპინლებიდან მე-17 წუთზე ანგარიში ზუკიჩმა გახსნა, რომელმაც 23-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 83-ე წუთზე „ვოლფსბერგიდან“ თავი შოპფმა გამოიჩინა. წაგების მიუხედავად „შტურმი“ 37 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია, ხოლო „ვოლფსბერგი“ 32 ქულით^ მესამეა.
სლოავაკეთის ჩემპიონატის მე-20 ტურიში ბრატისლავას „სლოვანი“ სახლში მიხალოვცეს „ზემპლინს“ დაუზავდა – 1:1. მასპინძლების თადარიგში საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია იყო, რომელსაც არ უთამაშია, ხოლო სტუმრების გაანცხადში ქართველი მცველი თორნიკე ძოწენიძე არ იყო.
მოქმედი ჩემპიონი „სლოვანი“ 48 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია, ხოლო „ზემპლინი“ 24 ქულით მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი