კრიშტიანუ რონალდუ „კვარას“: „შენი საუკეთესო კიდევ წინაა“

0
2

ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანუ რონალდუმ საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია გაამხნევა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურში შინ “ბარსელონასთან” მატჩში (4:2) მარჯვენა ფეხის მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა.
„ფეხბურთში ყველაზე რთული ბრძოლები ხშირ შემთხვევაში ისაა, რომელსაც ვერავინ ხედავს. მე ვიცი ეს გრძნობა. თუმცა, არასოდეს დაგავიწყდეს აქამდე რამ მიგიყვანა და რთულ მომენტს არ მისცე უფლება იმაში დაეჭვდე, რამდენად შორის შეგიძლია წახვიდეს. შენში ეს ჟინი შეინახე. შენი საუკეთესო კიდევ წინაა“ – ასე გამოეხმაურა 41 წლის რონალდუ „კვარას“ მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ წერილს.
კვარაცხელიამ ტრავმა მატჩის 59-ე წუთზე ესპარტთან ორთაბრძოლის დროს მიიღო და მოედანი ექიმების დახმარებით დატოვა. პარიზული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, მან მარჯვენა მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და უახლოეს პერიოდში ოპერაციას გაიკეთებს. ასეთი ტრავმის დროს სარეაბილიტაციო პერიოდი 7-დან 9 თვემდე გრძელდება.
ლაშა თაბაგარი