დღეს, თბილისში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი – გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გიორგის ეროვნულ გუნდში დებიუტი 1992 წელს კაუნასში, ლიეტუვის წინააღმდეგ შედგა. მას შემდეგ ნემსაძემ ეროვნულ ნაკრებში 69 მატჩი ჩაატრა, მათ შორის 42 კაპიტნის რანგში.
ნემსაძე საკლუბო დონეზე თბილისის “დინამოში”, ლანჩხუთის “გურიაში”, თბილისის “შევარდენში”, გერმანიის “ჰომბურგში”, თურქეთის “ტრაბზონსფორში”, შვეიცარიის “გრასჰოპერსში”, იტალიის “რეჯანაში”, თბილისის “ლოკომოტივში” და იტალიის “დანდიში” თამაშობდა.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, ის საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებს, თბილისის “შევარდენს”, გორის “დილას” და თბილისის “დინამოს” ავარჯიშებდა.
“ათიანი” უსამძიმრებს გიორგი ნემსაძის ოჯახს.





