ლევან კორღალიძე: “ბევრად კარგად ვართ მომზადებული”

0
1

“იბერიას” მთავარ მწვრთნელ ლევან კორღალიძეს მიაჩნია, რომ გუნდი კონფერენს ლიგის მე-2 ტურში “მიალბიუსთან” ხვალ გასამართი მატჩისთვის უკეთესად მოამზადა, ვიდრე პირველ ტურში ბელგიაში “სენტ-ტრიუდენთან” 0:2 წაგებულ თამაშისთვის. მან ამის შესახებ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დღეს ჩატარებულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელსაც “იბერიას” ნახევარმცველი ნიკა დადიანიც დაესწრო.
ლევან კორღალიძე: „უპირველესად მინდა სამძიმარი გამოვთქვა საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის გიორგი ნემსაძის გარდაცვალების გამო.
ჩვენ ყველა მეტოქის წინააღმდეგ სხვადასხვანაირად ვემზადებით. “სენტ-ტრუიდენთან” ჩვენმა გეგმამ არ იმუშავა. სწრაფი გოლის გაშვების შემდეგ, ფსიქოლოგიური დარტყმა მივიღეთ. ჩვენი საუკეთესო მატჩი არ იყო.
ბევრად კარგად ვართ მომზადებული ხვალინდელი მატჩისთვის. ვფიქრობ, რომ ხვალინდელ მატჩს წარმატებულად ჩავატარებთ. ხვალ ბრძოლისუნარიან და მაღალი მიზნებისთვის მებრძოლა “იბერიას” ნახავთ. დადებითი შედეგის დასაფიქსირებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ.
ბოლო წლები რომ ავიღოთ, ბევრი ფეხბურთელი წავიდა და მოვიდა გუნდში. ახალი მოთამაშებიიც დამხვდნენ კლუბში. გარემო და სისტემა “იბერიაში” იგივეა, რაც გუნდში დაბრუნებას ძალიან მიადვილებს.
“მიალბიუ” ბევრმა ფეხბურთელმა დატოვა, მათ ახლა ბევრი პრობლემა აქვთ. შარშან “მალმიო” უფრო დაბალანსებული გუნდი იყო, როდესაც ჩვენთან ითამაშეს. “მიალბიუს” მწვრთნელიც შეეცვალა და მას დრო სჭირდება, რომ თავისი ხედვა გუნდს მოარგოს. განსხვავება ამ გუნდებს შორის ნამდვილად არის.
სამწუხაროა, რომ ვახო ბედოშვილს ტრავმა აქვს. რაც შეეხება ჩემს ფეხს, ეს “იბერიასთვის” ყველაზე ნაკლები პრობლემაა. სათადარიგო სკამზე იშვიათად მნახავთ, მაყურებლის რეაქცია გასაგებია, ნამდვილად რთულია ჩემთვის, რომ სკამზე ვზივარ, თუმცა ოპერაციის შემდეგ რეაბილიტაციას გავდივარ და ისევ სკამზე ვარ. სამწუხაროდ, ბერიძე კონფერენს ლიგის განაცხადშო ვერ შევიყვანეთ და არ ითამაშებს.
ბუნებრივია, მჭიდრო გრაფიკი ორ ფრონტზე თანაბრად ასპარეზობას გვირთულებს, მაგრამ ევროპული ფეხბურთისკენ მივისწრაფვით და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვფიქრობ, მზად ვართ, რაც ეს გორში „დილასთან“ მოგებულ შეხვედრაში გამოჩნდა. ამიტომ შეძლებისდაგვარად ვცდილობთ, ძალები გადავანაწილოთ და დიდი იმედი გვაქვს, რესურსი გვეყოფა, რომ კონფერენსლიგაზეც და ეროვნულ ლიგაშიც თავი კარგად წარმოვაჩინოთ. ჩვენთვის საქართველოს ჩემპიონატი არანაკლებ მნიშვნელოვანია.
ანდრია ბართიშვილს ტრავმა ჰქონდა და ვარჯიში ერთი კვირაა დაიწყო. არ გვინდა, რომ გავრისკოთ და მას მინდორზე ნელ-ნელა ვაბრუნებთ. ხომ არ იყო „სენტ-ტრუიდენთან“ წაგების ერთ-ერთი მიზეზი ხელოვნური საფარი? სულ ვამბობ, რომ მსგავსი მიზეზები ხელის შემშლელი არ უნდა იყოს. სადაც უნდა ვითამაშოთ, მოედანზე უნდა გავიდეთ, ჩვენი შესაძლებლობები გამოვავლინოთ და საქართველო გავახაროთ. წაგება ასეთი მიზეზისთვის არასოდეს დამიბრალებია და პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ. წაგება სწორად რომ გავაანალიზეთ, იმედია, ხვალ გამოჩნდება”.
ნიკა დადიანი: ”ვიცით, რომ ფიზიკურად ძლიერი და სწრაფი გუნდია. დღეს გავივლით “მიალბიუ”ს სუსტ მხარეებს და ვეცდებით, რომ ეს ყველაფერი გამოვიყენოთ. ორი სხვადასხვა ტურნირია, რაც ეროვნულ ლიგაში გვყოფნის, ის კონფერენსლიგაზე საკმარისი არ აღმოჩნდა. ჩვენ ხვალ მაქსიმუმს გავაკეთებთ და ვეცდებით, რომ მეტოქესთან გამარჯვება მოვიპოვოთ. საკმაოდ რთული თამაში გველის. 22 წელია ქართველი ხალხი ევროტურნირებს ელის. წინა მარცხის მიუხედავად, ქართველ ხალხს ვპირდებით, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის. იმედია, რომ ტრიბუნები გაივსება”.
“იბერია”-“მიუალბიუს” დაპირისპირება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს დროით 20:45 საათზე დაიწყება.