ბუფონმა კვარაცხელიას გაყიდვის შემდეგ კონტეს რეაქცია შეაფასა

0
4

იტალიის ეროვნული ნაკრების და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა, პსჟ-ში ხვიჩა კვარაცხელიას გადასვლის შემდეგ, „ნაპოლის’ მთავარი მწვრთნელის ანტონიო კონტეს რეაქციაზე კომენტარი გააკეთა.
„ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ ის პროცსით ტკბება. მას მიზანი აქვს, რომლისკენ ჯოჯოხეთური ტკივილებით მიდის.
როდესაც ჟურნალისტებმა წნეხში მოაქციეს იმის გამო, რომ კვარაცხელია იმავე დონის მოთამაშით აე შეცვალეს, მან ყველას მოუწოდა შეეფასებინათ თუ რა გააკეთა უკვე გუნდმა და პროცესით დამტკბარიყვნენ. მე სახეზე ხელები ავიფარე. ვერ დავიჯერე, რომ ეს თქვა. ჩემთვის გავიფიქრე – „ნამდვილად ისაა?“ – იუწყება ლეგენდარული მეკარის ნათქვამს Calciomercato.
ლაშა თაბაგარი