“გაგრაში” ახალგაზრდა ბრაზილიელი ჩაირიცხა

0
0

„გაგრაში“ ბრაზილიელი საყრდენი ნახევარმცველი ვინისიუს სეზარი ითამაშებს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
20 წლის ფეხბურთელმა გასული სეზონი ალბანეთის „ვორაში“ გაატარა, რომლის შემადგენლობაში 19-ჯერ ითამაშა. ევროპაში გადასვლამდე სამშობლოში „კრუზეიროს“ 17-წლამდელთა, „კოიმბრასა“ და „კორინთაინსის“ 20-წლამდელთა გუნდში გამოდიოდა.
„გაგრა“, რომელსაც სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩი წვრთნის, 22 ქულით 10-გუნდიან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი