მოჰამედ სალაჰი ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ერთი სეზონის განმავლობაში „გოლი+პასი“ სისტემით 22 ქულა დააგროვა.
ნე-15 ტურის გამოტოვებულ მატჩში, რომელშიც „ლივერპულმა“ სტუმრად „ევერტონთან“ (2:2) ქულა აიღო, ეგვიპტის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გოლი გაიტანა და საგოლე პასი გააკეთა. ამრიგად, მან მიმდინარე სეზონში გასვლაზე ჩატარებულ 13 შეხვედრაში 13 გოლი გაიტანა და 9 საგოლე პასი გააკეთა.
32 წლის სალაჰმა ინგლისელი ფორვარდის ენდი კოულის რეკორდი გააუმჯობესა, რომელმაც 1993-1994 წლებში „ნიუკასლში“ თამაშის დროს „გოლი+პასი“ სისტემით 21 ქულა დააგროვა.
სალაჰმა ამ სეზონში „ლივერპულის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 35 მატშსი 27 გოლი გაიტანა და 19 საგოლე პასი შეასრულა.
ცნობისთვის, განვლილ შეხვედრაში „ლივერპულის“ სასტარტო შემადგენლობაში არცერთი ინგლისელი ფეხბურთელი არ იყო, რაც „მერსისაიდელების“ ინგლისის ჩემპიონატში ასპარეზობის განმავლობაში არასოდეს მომხდარა.
აქვე გეტყვით, რომ „ევერტონი“ – „ლივერპულის“ დაპირისპირება ჯგუფური ჩხუბით დასრულდა, რის გამო სტუმართა ნიდერლანდელმა მთავარმა მწვრთნელმა არნო სლოტმა წითელი ბარათი მიიღო.
ლაშა თაბაგარი
