კარლო ანჩელოტი: „ახალი გუნდის ჩამოყალიბებას ვიწყებთ“

0
0

კარლო ანჩელოტი ახალი ბრაზილიის ნაკრების ჩამოყალიბებას იწყებს, მაგრამ არც ზოგიერთ ფეხბურთელზე იტყვის უარს, რომლებიც მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატზე იყვნენ.
„ახალი გუნდის ჩამოყალიბებას ვიწყებთ და ყურადღებით დავაკვირდებით ახალგაზრდა მოთამაშეებს, რომლებსაც თავის გამოჩენის შანსს მივცემთ. თუმცა, ამავე დრის უარს არ ვიტყვით ზოგიერთ ფეხბურთელზე, რომლებიც ჩვენთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფებოდნენ და კიდევ შეუძლიათ ეროვნულ გუნდს დიდი სარგებელი მოუტანონ“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს ბრაზილიური მედია.
ანჩელოტი 5-გზის მსოფლიო ჩემპიონებს 2025 წლიდან წვრთნის და ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციასთან კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს. მისი ხელმძღვანელობით ბრაზილია მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ნორვეგიასთან 1:2 დამარცხდა.
ლაშა თაბაგარი