ბათუმის „დინამო“ ამჯერად „ზორიასთან“ დამარცხდა

0
4

ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე მეშვიდე ამხანაგური მატჩი ჩაატარა და ისევ დამარცხდა. ამჯერად, გიორგი ჭიაბრიშვილის გაწვრთნილი გუნდისთვის წარუმატებელი უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ ლუგანსკის „ზორიასთან“ დაპირისპირება აღმოჩნდა.
ბათუმელებმა პირველ 45 წუთში ორი გოლი გაუშვეს. შეხვენების შემდეგ, „დინამომ“ ერთ ბურთი გაქვითა, როდესაც მეტოქის ნახევაზე დანიშნული საჯარიმო დარტყმის შესრულების დროს კალანდარიშვილმა ბურთი კართან ჩააწოდა, სადაც ყველას ქაფიანიძემ აჯობა და თავით გაიტანა – 1:2. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. ბათუმელები შეკრებაზე ბოლო ამხანაგურ თამაშს ხვალ უკრაინის პოლტავის „ვორსკლასთან“ ჩაატარებენ.
ლაშა თაბაგარი