საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა კვიპროსში ადგილობრივ თანატოლებთან მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა.
მასპინძლებმა პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს. მ
ეორე ტაიმის განახლებიდან ოთხ წუთში გიორგი ჩიტაურის გაწბრთნილი გუნდიდან თავი გიორგი კობახიძემ გამოიჩინა, რომელმაც რევაზ კირვალიძის პასი გამოიყენა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეცვლილა. შეგახსენებთ, რომ ჩვენმა გუნდმა პირველი თამაში 1:3 წააგო.
ჩიტაურის გაწვრთნილები, რომლებიც ევროპის 2025 წლის ჩემპიონატის ელიტ რაუნდში ვერ გავიდნენ, მარტში 17-წლამდელთა ევროპირველობის მეორე რაუნდის B ლიგაში ითამაშებენ, სადაც 2008 წელს და შემდეგ წლებში დაბადებულთა გუნდი ლიეტუვას და ყაზახეთს შეხვდება. რეიტინგული შინაარსის მქონე ტურნირს, ყაზახეთი უმასპინძლებს.
ლაშა თაბაგარი
