შენგელიას პირველი გაძევება კარიერაში

0
7

ლევან შენგელია თავის პროფესიონალურ კარიერაში მოედნიდან პირველად გააძევეს. ოფი, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი გამოდის, საბერძნეთის სუპერლიგის 22-ე ტურში შინ პაოკს შეხვდა და 0:5 დამარცხდა.
შენგელია სასტარტო შემადგენლობაში იყო და მე-8 წუთზე, როდესაც მასპინძლები უკვე 0:2 აგებდნენ, მეტოქე ფეხბურთელს უკნიდან ფეხი ჩაარტყა, რისთვის პირდაპირ წითელი ბარათი აჩვენეს. დარჩენილ დროში ოფი-მ კიდევ სამი გოლი გაუშვა და 27 ქულით 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზეა.
შენგელია ოფი-ში სადებიუტო სეზონს ატარებს და 19 მატჩში  2 გოლის გატანის გარდა, 7 საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი