„სენტ-ეტიენმა“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ მეორე მატჩი წააგო. 21-ე ტურში „სენტ-ეტიენმა“ „რენს“ უმასპინძლა და 2 უპასუხო ბურთი გაუშვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა სასტარტოში ითამაშა და 85-ე წუთზე შეცვალეს. ის ტრადიციულად აქტიური იყო და 65-ე წუთზე, როდესაც მასპინძლები 0:1 აგებდნენ, ანგარიშის გათანაბრებაც შეელოა, მაგრამ საჯარიმოს გარედან დარტყმის შემდეგ კარს ბურთი სანტიმეტრებით ააცილა. „რენიდან“ მე-15 წუთზე ანგარიში კალიმუენდომ გახსნა, ხოლო 84-ე წუთზე თავი ნაგიდამ გამოიჩინა.
„სენტ-ეტიენი“ ბოლო 5 შეხვედრიდან 3-ჯერ დამარცხდ, ხოლო 2 მატჩი ფრედ დაასრულა – 18 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
