„ემპოლიმ“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, იტალიის სერია A-ში კიდევ ერთიო წარუმატებელი მატჩი ჩაატარა. 24-ე წუთში ტოსკანელებმა „მილანს“ უმასპინძლეს და 0:2 წააგეს.
ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში 28-ე წუთზე ტრავმირებული ვიტის ნაცვლად ჩაერთო. 54-ე წუთზე „მილანი“ მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა, რადგან ტომორიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო. 65-ე წუთზე წითელი ბარათი „ემპოლის“ ფეხბურთელმა მარიანუჩიმ მიიღო.
68-ე წუთზე „მილანის“ შეტევის დროს პულიშიცმა მარჯვენა ფლანგიდან საჯარიმოში ჩააწოდა ბურთი, სადაც რაფაელ ლეაომ საჰაერო ორთაბრძოლა მოუგო და თავით ანგარიში გახსნა – 0:1.
76-ე წუთზე სატიაგო ხიმენესმა ჯერ მოედნის ცენტრში ბურთისთვის ორთაბრძოლაში აჯობა გოგლიჩიძეს, ხოლო შემდეგ საჯარიმოში შესულმა ჩვენი თანამემამულე ჩამოიცილა და მასპინძლების კარი აიღო. „ემპოლიმ“ ბოლო 9 მატჩიდან 7 წააგო და 2 ფრედ დაასრულა – 21 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
