გიორგი ქოჩორაშვილი კოჭის ტრავმის გამო, „ლევანტეს“ ესპანეთის სეგუნდა დივიზიონში ისევ ვერ დაეხმარა. 26-ე ტურში ვალენსიელები სტუმრად „მალაგას“ შეხვდნენ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი განაცხადში არ იყო.
„ლევანტე“ 35-ე წუთზე პაბლო მარტინესმა დააწინაურა, რომელმაც პენალტი გამოიყენა. 68-ე წუთზე „მალაგადან“ თავით ლამაზი გოლი ალექს პასტორმა გაიტანა. „ლევანტემ“ ზედიზედ ორი თამაში ვერ მოიგო და 43 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
მიხალოვცეს „ზემპლინის“ მაისურით სლოვაკეთის უმაღლეს დივიზიონში თავისი პირველი გოლი გაიტანა ამირან ძოწენიძემ. მე-19 ტურში „ზემპლინი“ შინ „პოდბრეზოვას“ დაუზავდა (2:2), ხოლო გორის „დილას“ ექსმცველმა 37-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა – 1:1. მან შეუცვლელად ითამაშა. 25 წსლის მცველი სლოვაკურ გუნდში გასულ წელს გადავიდა და მიმდინარე სეზონში 14 მატჩი შეუცვლელად ჩაატარა. „ზემპლინი“ 23 ქულით 12 გუნდში მეშვიდეა.
ლაშა თაბაგარი
