„იბერია“ უკრაინელებთან დამარცხდა

0
7

„იბერიამ“ ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგურ მატჩი უკრაინის პრემიერლიგის ბინადარ კოვილიევკას „კოლოსთან“ ჩაატარა და 0;1 დამარცხდა.
პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა, ხოლო უკრაინელებიდან ერთადერთი გოლი 68-ე წუთზე ოლიფირენკომ გაიტანა. საქართველოს ჩემპიონმა შეკრებაზე ჯერჯერობით ერთი თამაში მოიგო – ყაზახეთის ჩემპიონ „ქაირათს“ 1:0 სძლია.
მანამდე, თბილისელები კოსოვოს „დრიტას“ (1:1) და „ვარდარს“ (1:1) დაუზავდნენ, ხოლო ბულგარეთის „კრუმოვგრადთან“ 0:1 დამარცხდნენ.
ლაშა თაბაგარი