ოთარ მამაგეიშვილის დებიიუტი პორტუგალიის პრიმეირალიგაში შედგა. „ფამალიკაო“, რომელსაც საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი მიმდინარ ზამთარში შეურთდა, 21-ე ტურში შინ „ვიტორია გიმარაეშს“ დაუზავდა (0:0), ხოლო მამაგეიშვილი თამაშში 85-ე წუთზე ჩაერთო.
22 წლის მამაგეიშვილმა „ფამალიკაოსთან“ 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. მის სანაცვლოდ “იბერია” 800000 ევროს მიიღებს. გარდა ამისა, თუ მომავალში “ფამალიკაო” მამაგეიშვილს გაყყიდის, თბილისელებს ტრანსფერის თანხიდან 20% შეხვდებათ.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი „იბერიას“ აღზრდილია და პირველ გუნდში დებიუტი 2021 წელს ჰქონდა. მან გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში 29 მატჩი ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა, ხოლო თასზე ერთხელ ითამაშა. მან თბილისელებთან ერთად საქართველოს ჩემპიონატი მოიგო და სეზონის საუკეთესო ნახევარმცველად დაასახელეს. გარდა ამისა, მამაგეიშვილი 2021 და 2023 წლებში საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასს დაეუფლა.
„ფამალიკაო“ 25 ქულით პორტუგალიის 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
