“სამგურალი” ყაზახეთის ჩემპიონს დაუზავდა

0
32
,,სამგურალმა” დღეს თურქულ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა. როდოლფო ვანოლის გაწვრთნილმა გუნდი ყახაზეთის ჩემპიონ ,,ქაირათთან” ფრე 1:1 ითამაშა.
ამხანაგური სტატუსის მიუხედავად, მატჩი საკმაოდ დაძაბული და საინტერესო გამოდგა.
მასპინძლის სტატუსით მოთამაშე ,,კაირათი” ფაქტობრივად მატჩის დებიუტშივე დაწინაურდა. ყაზახებმა ანგარიში მე-9 წუთზე პენალტით გახსნეს 1:0
გაშვებული გოლის შემდეგ ინიციატივა ,,სამგურალის” ხელთ გადავიდა, წყალტუბოელებმა რამდენიმე კარგი მომენტი შექმნეს, გოლის გატანა შეეძლოთ დავით მუჯირს, ლუკა ხორხელს და ილია ახვლედიანს… წყალტუბოელთა მონდომებემ შედეგი პირველ ტაიმშივე გამოიღო. 37-ე წუთზე ფერნანდო ბულის გადაცემის შემდეგ ლუკა ხორხელმა მეკარეს აჯობა და მომენტი გოლითაც დაასრულა.
,,ქაირათსაც” ჰქონდა რეალური მომენტი, თუმცა მეკარე ნოდარ ყალიჩავამ დამაჯერებლად ითამაშა და ახლო მანძილიდან რთული ბურთი მოიგერია.
მატჩის მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მომენტები ორივე კართან იყო, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა.
სამგურალი : ყალიჩავა, პატარკაციშვილი, აბულაძე, ქარიმოვი, ბული, ახვლედიანი, ჩიხლაძე, ვინისიუსი, ლ. ხორხელი, ჟანი, მუჯირი
შეცვლაზე შევიდნენ: ბელოვი, შერგელაშვილი, კვარაცხელია (იაშვილი), დილანი, ჯანჯღავა, ალიჯონი, ჯეფინიო, ნ.ხორხელი, ფანცულია.
fcsamgurali.ge