ლონდონის „ჩელსიმ“ თავდამსხმელი ჟოაო ფელიქსი „მილანში“ გაანათხოვრა. პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი იტალიურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება.
მიმდინარე სეზონში 25 წლის ფელიქსმა „ჩელსის“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 20 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა. ის კარიერის განმავლობაში ასევე „ბენფიკაში“, მადრიდის „ატლეტიკოში“ და „ბარსელონაში“ გამოდიოდა.
ლაშა თაბაგარი
