პსჟ-ს შემტევი ნახევარმცველი მარკო ასენსიო ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ გაანათხოვრა. ესპანეთის ეროვნული ნაკრების 29 წლის ფეხბურთელი ინგლისურ კლუბში მიმდინარე სეზონის ბოლომდე დარჩება და იჯარის ამოწურვის შემდეგ, მის ტრანსფერის გამოსყიდვა გათვალისწინებული არაა.
ასენესიო პსჟ-ში 2023 წელს გადავიდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 47 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მან კარიერის საუკეთესო პერიოდი მადრიდის „რეალში“ გაატარა, სადაც 2016-2023 წლებში გამოდიოდა,
ასენესიომ მადრიდელთა მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 286 შეხვედრაში მეტოქეთა კარის 61-ჯერ აიღო. მან „რეალთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონატი 3-ჯერ, ესპანეთის თასი ერთხელ, ესპანეთის სუპერთასი ორჯერ, ჩემპიონთა ლიგა სამჯერ, ევროპის სუპერთასი სამჯერ, ხოლო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი ოთხჯერ მოიგო.
ლაშა თაბაგარი
