ბათუმის „დინამოში“ ლიეტუველი ფორვარდი ჩაირიცხა

0
3

ბათუმის „დინამოში“ ლიეტუველი თავდამსხმელი გიტის პაულაუსკასი დაიმატა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
25 წლის ფეხბურთელმა ბოლო 2 სეზონი კოვალიევკას „კოლოსში“ გაატარა და უკრაინის პრემიერლიგაში ჩატარებულ 21 მატჩში 1 გოლი გაიტანა. მანამდე, ის სამშობლოში „რიტერაიში“ თამაშობდა, ხოლო შემდეგ ალბანეთის „ეგნატიას“ მიაშურა.
პაულაუსკასი ლიეტუვის ეროვნული ნაკრებსი წევრია, სადაც 21-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი