„სიტიმ“ ნიკო გონსალესი 60 მილიონად იყიდა

0
4

„მანჩესტერ სიტიმ“ ნახევარმცველი ნიკო გონსაელის „პორტუდან“ იყიდა, რის შესახებ ინგლისური კლუბის პრესსამსახური იუწყება, 23 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა მანჩესტერელებთან კონტრაქტი 2029 წლის ივნისამდე გააფორმა.
„პორტუმ“ მის სანაცვლოდ 60 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო „ბარსელონას“, რომელმაც გოინსალესი  2024 წელს პორტუგალიურ კლუბში 8,4 მილიონ ევროდ გაყიდა, ამ ტრანსფერიდან თანხის 40% ერგება.
მიმდინარე სეზონში ახალგაზრდა ესპანელმა „პორტუს“ მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 29 მატჩში 7 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი