მიქაუტაძის გუნდი მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა

0
23

„ლიონის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან პიერ საჟი დაითხოვეს, რის შესახებ RMC Sport იუწყება.
„ლიონმა“ ყველა ტურნირში ჩატარებული ბოლო 5 მატჩიდან ვერცერთი მოიგო – საფრანგეთის ლიგა 1-ში – 2 ფრე და 1 მარცხი, ასევე წაგება საფრანგეთის თასის 1/16-ფინალში მეხუთე დივიზიონის გუნდთან და ფრე ევროპა ლიგაში. ლიონელები 19 მატჩში აღებული 30 ქულით საფრანგეთის ჩემპიონატის 18-გუნდიან ცხრილში მე-6 ადგილზე არიან.
საჟი გუნდს 2023 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა. განვლილ პერიოდში „ლიონმა“ ჩატარებული 56 მატჩიდან 33 მოიგო, 9 ფრედ დაასრულა და 14 წააგო.
RMC Sport-ის ინფორმაციით, „ლიონის“ გაწვრთნის მთავარ კანდიდატად პორტუგალიელი პაულუ ფონსეკა განიხილება, რომელიც მიმდინარე სეზონში იტალიის „მილანიდან“ დაითხოვეს.
ლაშა თაბაგარი