რამაზ სვანაძეს თქმით, საქართველოს ეროვნული ნაკრებში დანიშვნის პირველი დღიდან შედეგზე პასუხისმგებელია. მან ამის შესახებ დღეს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე გაანცხადა, რომელსაც ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილიც დაესწრო.
რამაზ სვანაძე: “მნიშვნელოვანი მატჩებისთვის მზადებას ვიწყებთ. გვინდა, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ. პირველი შეკრებაა, როცა შეგვიძლია ფეხბურთელებს ჩვენი ხედვები და იდეები გავუზიაროთ. კვარაცხელია და კიტეიშვილი დიდი დანაკლისია, მაგრამ ამავდროულად, ეს სხვა ფეხბურთელებისთვის შანსია.
ხვიჩა კვარაცხელიას ტრავმა ჩვენი ქვეყნისთვის დიდი დარტყმაა, მაგრამ ეს ფეხბურთია, ასეთები ხდება. უფრო ძლიერი დაბრუნდება. ჩვენ ხვიჩას ინდივიდუალურად შეცვლა არ უნდა ვეცადოთ, ძლიერი გუნდი უნდა ვიყოთ.
წიტაიშვილის მსგავსი უნივერსალი ფეხბურთელის ყოლა მნიშვნელოვანია. მოედანზე მის პოზიციას რაც შეეხება, ყველაფერი გუნდის სათამაშო ტაქტიკაზეა დამოკიდებული.
ვიწყებთ ახალი გუნდის ჩამოყალიბებას. ვიცით, რომ რთული მატჩები გველოდება, მაგრამ ყოველთვის ჰქონდა ჩვენს გუნდს ხასიათი და გვინდა, სწორედ ეს ვაჩვენოთ. ვინაიდან, ოთარ კაკაბაძე გუნდის ვიცეკაპიტანია, კვარას და კიტეიშვილის არყოფნაში, კაპიტანი ის იქნება. ყალიჩავას კარგი სეზონი აქვს და გადავწყვიტეთ გამოგვძეძახებინა.
კერესელიძე კარგი მეკარეა, მაგრამ კონკურენცია გვჭირდება. იგივე ეხება დაცვის მარჯვენა ფლანგს, სადაც გიორგი მაისურაძე ბოლო დროს კარგად თამაშობს და შანსი დაიმსხურება. მოისწრაფიშვილი მაღალი სათამაშო ინტელექტით გამოირჩევა. მისი პრობლემა ფიზიკური მომზადება იყო, მაგრამ სლოვაკეთში ამ მხრივ გაუმჯობესდა. დარწმუნებული ვარ, გუნდს მისი სახით კარგი ფეხბურთელი შეემატება.
აზაროვი სთამაშოდ მზადაა და ის გვჭირდება, რაც შეეხება ხარებაშვილს, სამწუხაროდ ტრავმა აქვს და ამიტომ, ვერ გამოვიძახეთ. ლუკა გადრანი და გურამ გიორბელიძე სარეზერვო სიაში გვყავს.
სანდრო ნარიმანიძეს განვიხილავთ. თუ ასე განაგრძო, მალე მოირგებს ნაკრების ფორმას. ახლა უფრო გამოცდილები მოვიწვიეთ. აზაროვს დიდი შეტევითი პოტენციალი გააჩნია. პრესინგიდან გამოსვლაში პრობლემები გვქონდა და ასეთი მოთამაშე საჭიროა. მთავარია, მზად არის თუ არა ორჯერ 90 წუთი ითამაშოს. გოგლიჩიძის პროგრესი მახარებს. მინდა, რომ კიდევ უფრო მოუმატოს.
სამწვრთნელო შტაბში გიორგი ადამია და ზაურ სვანაძე დაგვემატნენ, რომლებიც ჩემთან ერთად ახალგაზრდულ ნაკრებში მუშაობდნენ. კაშია და კვეკვესკირი ისევ ჩვენთან არიან. უნგრეთის ნაკრები ძლიერი გუნდია და მხოლოდ სობოსლაიზე არაა დამოკიდებული.
პირველი დღიდან სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. აუცილებელია ბალანსი, შედეგიც და თამაშის ხარისხი. გამოკვეთილი სტრატეგია და გრძელვადიანი სტაბილურობა უნდა გვქონდეს, რათა სასურველი შედეგი გვქონდეს.
უნგრეთის ნაკრებთან რთულ მატჩს ველოდებით. ჩვენ საკუთარი მიზნები და ამოცანები გვაქვს, ქულები გვჭირდება, თანაც, შინ ვთამაშობთ. რევანშზე უნდა ვიფიქროთ”.
ალექსანდრე იაშვილი: “დინამო არენა” ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ პირველი იარუსი ბოლომდე არ ივსება, მესხზე კი ყველა შეგვიძლია გამოვიყენოთ. სავსე სტადიონის ატმოსფერო ძალიან დაგვეხმარება.
სანიოლის ონტრაქტის დეტალებზე ვერაფერს გეტყვით. ვილის დიდი დამსახურება აქვს. ჩრდილოეთ ირლანდიასთან თამაშის შემდეგ ვისაუბრეთ, უკმაყოფილოები ვიყავით ყველა. კარგი ურთიერთობა გვქონდა და ასე შევთანხმდით.
კვარაცხელიას დიდი სურვილი აქვს, ჩამოვიდეს, მაგრამ ჯერ არ ვიცით, რამდენად მისცემენ მგზავრობის უფლებას. კაპიტნის დასწრებას დიდი მნიშვნელობა ექნება. ხვიჩას მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
თბილისში იმიტომ ვიკრიბებით, რომ ბალახის საფარია კარგ მდგომარეობაშია. საგურამოში კარგი სასტუმროა, მაგრამ, ბალახის საფარი მიხეილ მესხზე უკეთესია. მინდვრის საფარს მზადებისას ძალიან დიდი როლი აქვს”.
ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების B ლიგის მე-2 ჯგუფში საქართველოს ნაკრები მე-5 ტურში 14 ნოემბერს უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინას დაუპირისპირდება.





