საუდის არაბეთის „ალ ჰილალმა“ და ნეიმარმა ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი ნაადრევად შეწყვიტეს. ამის შესახებ არაბული საფეხბურთო კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ნეიმარი „ალ ჰილალში“ 2023 წლის ზაფხულში პსჟ-დან გადავიდა 100 მილიონი ევროს სანაცვლო. მას კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებდა.
ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 32 წლის თავდამსხმელმა 2023 წლის ოქტომბერსი მუხლის ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა და მოედანზე 2024 წლის ოქტომბერში დაბრუნდა. თუმცა, აზიის ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე „ესტეღლალთან“ შეხვედრაში მუხლის მყესი დაიზიანა.
წელიწადნახევარში ნეიმარმა „ალ ჰილალში“ სულ 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი
