ჯაბა კანკავა “დინამოდან” წავიდა

0
0
საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანი ჯაბა კანკავა თბილისის “დინამოდან” წავიდა. მან ამის შესახებ ინფორმცია სოციალურ ქსელში გაავრცელა:
“დინამოს”, მის გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს მინდა მადლობა გადავუხადო და დავემშვიდობო. ამ გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის მარტივი არ იყო, თუმცა იყო დროული.”
“დინამო იქნება ყოველთვის გამორჩეული და მშობლიური გუნდი. იქ, სადაც გადავდი კარიერის პირველი ნაბიჯები“ყოველთვის თქვენ ქომაგად მიგულეთ”.
კანკავას წასვლის შესახებ ინფორმაცია თბილისის “დინამომაც” დაადასტურა:
“ჯაბა კანკავა დინამოს დაემშვიდობა. ჩვენმა კლუბმა გაითვალისწინა ფეხბურთელის თხოვნა და კონტრაქტი ორმხრივად შეწყდა. დედაქალაქური გუნდი მადლობას უხდის დინამოსა და ქართული ფეხბურთის ლეგენდას ერთგულებისთვის და პროფესიონალიზმისთვის. წარმატებას გისურვებთ ყველაფერში კაპიტანო”.
ჯაბა კანკავას პროფესიული საფეხბურთო კარიერა სწორედ თბილისურ კლუბში დაიწყო. იგი “დინამოს” ღირსებას 2003-2005 და 2025-2026 წლებში იცავდა და ლურჯ-თეთრებთან ერთად 2004 წელს უეფას თასის ჯგუფურ ეტაპზე იასპარეზა. ამასთან ერთად კანკავამ “დინამოს” ფორმით საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
დინამო თბილისის გარდა, სხვადასხვა დროს, ჯაბა კანკავას კიევის “არსენალში”, “დნიპროში”, “კრივბასში”, “რეიმსში”, “ტობოლსა” და “სლოვანში” უთამაშია. 9 წლის განმავლობაში ჯაბა კანკავა საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი გახლდათ და ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით მას 101 თამაში აქვს ჩატარებული. 2024 წელს კი ეროვნულ ნაკრებთან ერთად ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.
ლაშა თაბაგარი