„ბაიერნმა“ 21 წლის მეკარე „კიოლნიდან“ იყიდა

0
28

მიუნხენის „ბაიერნმა“ 21 წლის მეკრე იონას ურბიგი „კიოლნიდან“ შეიჭინა, რის შესახებ გერმანული გრანდის პრესსამსახური იუწყება.
ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიუნხენელებთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააფორმა. მის სანაცვლოდ „კიოლნი“ 10 მილიონ ევროს მიიღებს. ურბიგმა მიმდინარე სეზონში გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 10 თამაში ჩაატარა.
„ჩვენ კიდევ ერთი ტრანსფერი განვახორციელეთ მომავალზე გათვლით. ის ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი მეკარე გერმანულ ფეხბურთში, ძალიან ამბიციური და დიდი პოტენციალის მქონე.
იონასი თანამედროვე მეკარეა, რომელიც თამაშისადმი მიდგომით „ბაიერნის“ სათამაშო სტილს მიესადაგება“ – განაცხადა „ბაიერნის“ დირექტორმა კრისტიან ფროინდმა.
ლაშა თაბაგარი