ლუის დე ლა ფუენტე ესპანეთის ნაკრებს 2028 წლამდე უხელმძღვანელებს

0
58

ესპანეთის ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ თავისი ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. 63 წლის სპეციალისტი „ფურია როხას“ სათავეში ევროპის 2028 წლის ჩემპიონატის ბოლომდე დარჩება, რომელიც 9 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
ლუის დე ლა ფუენტე ესპანელებს 2022 წლის დეკემბრიდან ავარჯიშებს. მისი ხელმძღვანელობით პირენელებმა ჯერ 2023 წელს ერთა ლიგა მოიგეს, ხოლო შარშან –  ევროპის ჩემპიონატი. მანამდე, მან ევროპირველობაზე ესპანეთის 19-წლამდელთა და 21-წლამდელთა ნაკრებს გაამარჯვებინა.
ესპანეთი მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქე იქნება თუ ერთა ლიგის 1/4-ფინალში ნიდერლანდებს აჯობებს.
ლაშა თაბაგარი