კრისტალბეთ ეროვნული ლიგის დებიუტანტი საგარეჯოს „გარეჯი“ 8 ფეხბურთელმა დატოვა. ამის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება. მომავალი სეზონიდან გუნდში აღარ ითამაშებენ: პაპუნა ფონიავა, ბაქარ მირცხულავა, კახაბერ კაკაშვილი, დავით კუპატაძე, ირაკლი ლექვთაძე, ნუგზარ სპანდერაშვილი, გურამ ჩიკაშუა და გიორგი გვასალია.
ამის ფონზე საგარეჯოელებს ორი ახალწვეული ჰყავთ – 20 წლის თავდამსხმელი ვახო ბედოშვილი და 23 წლის მეკარე ლუკა კუტალაძე.
ლაშა თაბაგარი
