“პორტუს” ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია. პორტუგალიური გრანდის პრესსამსახურის ინფორმაციით, გუნდს სათავეში არგენტინელი მარინ ანსელმი ჩაუდგა, რომელმაც კონტრაქტი 2027 წლამდე გააფორმა.
39 წლის სამხრეთ ამერიკელმა ვიტორ ბრუნუ შეცვალა, რომელიც არადამაკმაყოფილებელი შედეგის გამო დაითხოვეს.
გასულ სეზონში, ანსელმი მექსიკის “კრუზ ასულს” ავარჯიშებდა, ხოლო მანამდე ჩილეს “უნიონ დე კალერას” და ეკვადორის “ინდეპენდიენტე დელ ვალეს” ავარჯიშებდა.
მან ეკვადორულ გუნდს 2022 წელს სამხრეთ ამერიკის რანგით მეორე საკლუბო ტურნირი კოპა სუდამერიკანა მოაგებინა.
ლაშა თაბაგარი
