ბათუმის „დინამოს“ მოლდოველი ნახევარმცველი შეუერთდა

0
2

ბათუმის „დინამოში“ მოლდოველი ნახევარმცველი დიმიტრი მანდრჩინეკო ითამაშებს. 27 წლის ფეხბურთელმა ბოლო 2 სეზონის ლიეტუვას უმაღლესი დივიზიონის ბინადარ „დაინავაში“ გაატარა.
მანდრიჩენკოსთან საქართველოს კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში თამაში უცხო არაა. ის 2021 წელს თბილისის „იბერიას“ (ყოფილი „საბურთალო“) ღირსებას იცავდა, რომლის რიგებში 33 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. მან „იბერიასთან“ ერთად საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი მოიგო. კარეირის განმავლობაში მანდრიჩენკომ მოლდოვის ეროვნულ ნაკრებში 8-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი