„იბერიამ“ თავდამსხმელი დაიმატა

0
4

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ თავდამსხმელი ამირან ძაგანია დაიმატა. 23 წლის ფეხბურთელმა თბილისელებთან კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
ძაგანის ბოლო 4 წლის განმავლობაში თბილისის „ვიტ ჯორჯიაში“ გამოდიოდა. მან გასულ სეზონში კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ში 29 თამაში ჩაატარა და 20 გოლი გაიტანა. ის ბომბარდირთა დავაში „გარეჯის“ ფორვარდ ლევან პაპავას (27) და „სიონის“ შემტევ ნახევარმცველ დათა სიჭინავას (21) ჩამორჩა. მის მსგავსად 20 გოლი დუშეთი „არაგვის“ ნახევარმცველმა თენგიზ ბრეგვაძემ გაიტანა.
ლაშა თაბაგარი