საბა გოგლიჩიძე „ემპოლის“ სასტარტო შემადგენლობაში დაბრუნდა. 20 წლის ქართველი მცველი იტალიის სერია A-ს 21-ე ტურში ტოსკანელების რიგებში შეცვლაზე შევიდა, ხოლო ამჯერად „ბოლონიასთან“ საშინაო შეხვედრაში შეუცვლელად ითამაშა.
მასპინძლები 24-ე წუთზე ლორენცო კოლომბომ დააწინაურა, ხოლო 44-ე წუთზე სტუმრებიდან თავი მენჯამინ დომინგესმა გამოიჩინა. დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და გუნდებმა ქულები გაიყვეს. „ემპოლის“ ჩემპიონატში ზედიზედ 7 მატჩია არ მოუგია (2 ფრე და 5 წაგება). ტოსკანელები 21 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი
