დვალი ისევ არ ათამაშეს, გოჩოლეიშვილი ტრავმირებულია

0
64

აპოელი, სადაც ლასა დვალი ასაპრეზობს, კონფერენს ლიგის საერთო ეტაპის მე-5 ტურში გასვლაზე სომხეთის „ნოას“ დაუპირისპირდა და 3:1 სძლია, საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი განაცხადში იყო  და არ უთამაშია. მას კონფერენს ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ჯერ არ უთამაშია. აპოელი, რომელიც 10 ქულით 36 გუნდში მე-10 ადგილზეა და კონფერენს ლიგაში მომდევნო თამაშს 19 დეკემბერს შინ ყაზახეთის „ასტანასთან“ ჩაატარებს.
დანიის „კოპენჰაგენმა“ თავის მოედანზე შოტლანდიის „ჰართსი“ მიიღო და 2:0 აჯობა. მასპინძლებში ჩვენი ეროვნული გუნდის მცველ გიორგი გოჩოლეიშვილს ტრავმის გამო არ უთამაშია. „კოპენჰაგენი“ 8 ქულით მე-16 ადგილზეა.
კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში პირველი 8 გუნდი პირდაპირ გადის, ხოლო მეცხრედან მეთექვსმეტე ადგილზე და მეთექვსმეტედან ოცდამეოთხე ადგილზე გასულები ერთმანეთს პლეი-ოფში დაუპირისპირდებიან, რის შემდეგ კიდევ 8 გუნდი გამოვლინდება, რომლებიც ტიტულისთვის ბრძოლას გააგრძელებენ
ლაშა თაბაგარი