მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მეტოქეები ცნობილია. დღეს, შვეიცარიის ქალაქ ციურიხში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა, რომ ფრანგი ვილი სანიოლის გაწვრთნილები E ჯგუფში ერთა ლიგის 1/4-ფინალში ესპანეთი-ნიდერლანდებს შორის გამარჯვებულს, თურქეთს და ბულგარეთს დაუპირისპირდებიან. საქართველოს ნაკრები შესარჩევ ციკლს სექტემბერში დაიწყებს და ნოემბერში დაასრულებს.
თითოეული ჯგუფის გამარჯვებული მსოფლიო პირველობაზე პირდაპირ მოხვდება, ხოლო მე-2 ადგილზე გასული 12 ნაკრები პლეი-ოფში ითამაშებს, სადაც მათ ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო ნაკრები დაემატება. ოღონდ ის ნაკრებები, რომლებიც მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილს ვერ დაიკავებენ.
ციურიხში კენჭისყრას ჩვენი ეროვნული გუნდის თავკაცი სანიოლი, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და ვიცეპრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდნენ.
კენჭისყრაში რობერ პირესი, ფერნანდო ლორენტე, არიანა ჰინგსტი, ჯანლუკა ძამბროტა და ფიფას ტექნიკური დირექტორი მანოლო ზუბირია მონაწილეობდნენ. ზუბირია მომავალი მუნდიალის ელჩია.
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატი, რომელშიც პირველად 48 გუნდი ითამაშებს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კაანდაში და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.
A ჯგუფი
გერმანია -იტალიას შორის გამარჯვებული
სლოვაკეთი
ჩრდ. ირლანდია
ლუქსემბურგი
B ჯგუფი
შვეიცარია
შვედეთი
სლოვენია
კოსოვო
C ჯგუფი
პორტუგალია-დანიას შორის დამარცხებული
საბერძნეთი
შოტლანდია
ბელარუსი
D ჯგუფი
საფრანგეთი-ხორვატიას შორის გამარჯვებული
უკრაინა
ისლანდია
აზერბაიჯანი
E ჯგუფი
ესპანეთი-ნიდერლანდებს შორის გამარჯვებული
თურქეთი
საქართველო
ბულგარეთი
F ჯგუფი
პორტუგალია- დანიას შორის გამარჯვებული
უნგრეთი
ირლანდია
სომხეთი
G ჯგუფი
ესპანეთი-ნიდერლანდებს შორის დამარცხებული
პოლონეთი
ფინეთი
ლიეტუვა
მალტა
H ჯგუფი
ავსტრია
რუმინეთი
ბოსნია
კვიპროსი
სან მარინო
I ჯგუფი
გერმანია-იტალიას შორის დამარცხებული
ნორვეგია
ისრაელი
ესტონეთი
მოლდოვა
J ჯგუფი
ბელგია
უელსი
ჩრდ. მაკედონია
ყაზახეთი
ლიხტენშტაინი
K ჯგუფი
ინგლისი
სერბეთი
ალბანეთი
ლატვია
ანდორა
L ჯგუფი
საფრანგეთი- ხორვატიას შორის დამარცხებული
ჩეხეთი
მონტენეგრო
ფარერები
გიბრალტარი
ლაშა თაბაგარი





