„ლესტერის“ ხელმძღვანელებმა მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან სტივ კუპერი გაუშვეს, რის შესახებ კლუბის პრესსამსახური იუწყება.
44 წლის უელსელს თავის თანაშემწეებთან ალან ტეიტთან და სტივ რენდსთან ერთად კარისკენ პრემიერლიგის მე-12 ტურში „ჩელსისთან“ 1:2 წაგების შემდეგ მიუთითეს.
კუპერი „ლესტერს“ მიმდინარე წლის ზაფხულიდან ხელმძღვანელობდა. ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე გუნდს ბენ დოუსონი გაუძღვება.
„ლესტერს“ 10 ქულა აქვს და 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





