„იაბლონეცმა“, რომლის ერთ-ერთი ლიდერი ვახტანგ ჭანტურიშვილია, უეფას კონფერენს ლიგის პირველ ტურში სტუმრად „ფრაიბურგთან“ 2:3 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა.
თამაშის მე-15 წუთზე გერმანელები გრიფომ დააწინაურა, ხოლო 28-ე წუთზე ჩეხებიდან თავი რუსეკმა გამოიჩინა. 53-ე წუთზე „იაბლონეციდან“ ავტოგოლი პავლოვიჩმა გაიტანა. 65-ე წუთზე „ფრაიბურგიდან“ თავი ეგესტაინმა გამოიჩინა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე „იაბლონეციდან“ გოლი კუოლმა გაიტანა.
„იაბლონეცი“, რომელიც კონფერენს ლიგაში „იბერიას“ ერთ-ერთი მეტოქეა, მომდევნო შეხვედრას სახლში „ბრაიტონთან“ გამართავს. თბილისელები ჩეხებს 17 დეკემბერს სტუმრად დაუპირისპირდება.
ლაშა თაბაგარი





