ლობჟანიძის გუნდმა ქულები ბოლო წუთზე დაკარგა

0
2

„რეალ სოლტ ლეიკი“, რომელშიც საბა ლობჟანიძე გამოდის, MLS-ის მორიგ ტურში სახლში „სან ხოსეს“ დაუზავდა – 1:1. საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 75-ე წუთზე შეცვალეს.
შეხვედრის 79-ე წუთზე მასპინძლებიდან ანგარიში დე ფუჟროლმა გახსნა. ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე სტუმრებიდან თავი იასინსკიმ გამოიჩინა.
31 წლის ლობჟანიძემ მიმდინარე სეზონში MLS-ში ჩატარებულ 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა. “რეალ სოლტ ლეიკი” 33 ქულით დასავლეთ კონფერენციის 15 გუნდში მე-11 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი