კვერნაძის მარცხი ლოჩოშვილის გუნდთან

0
53

„ფროზინონე“, რომელშიც გიორგი კვერნაძე გამოდის, სერია B-ს მე-14 ტურში სტუმრად ლუკა ლოჩოშვილის „კრემონეზეს“ დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით დამარცხდა.
საქართველოს ეროვნული გუნდის მცველ ლოჩოშვილის დისკვალიფიკაციის გამო, „ქართული დერბი“ არ შედგა. 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდმა კვერნაძემ შეუცვლელად ითამაშა. „კრემონეზედან“ ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე ვასკესმა გაიტანა.
„კრემონეზე“ 21 ქულით 20-გუნდიან ჩემპიონატში მეხუთეა, ხოლო „ფროზინონე“ 10 ქულით ბოლოა.
ლაშა თაბაგარი