„დუბაიმ“, რომელშიც თორნიკე შენგელია გამოდის, ევროლიგაში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. მე-6 ტურში არაბეთის გაერთიანებული საამიროების გუნდი სტუმრად „ოლიმპია მილანოს“ დაუპირისპირდა და 101:97 დაამარცხა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა 14:50 წუთი ითამაშა. მან 4 ქულა, 1 შედეგიანი პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა. მან ოთხიდან 1 ორქულიანი და ტხიდან 2 საჯარიმო ჩააგდო.
„დუბაის“ მიმდინარე გათამაშებაში 4 მოგება და 2 წაგება აქვს – 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





