„კოპენჰაგენმა“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს, დანიის სუპერლიგაში ფრედ დასრულებული ზედიზედ სამი შეხვედრის შემდეგ, მე-16 ტურში შინ ერთ-ერთ აუტსაიდერ „ლუნგბიუს“ 2:1 აჯობა.
მასპინძლებში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. „კოპემჰაგენი“ 30 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერია.
შვეიცარიის სუპერლიგის მე-15 ტურში „ბაზელმა“ „სერვეტს“ უმასპინძლა და 3:1 აჯობა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი სიგუამ გამარჯვებულთა რიგებში 66-ე წუთიდან ითამაშა. „ბაზელი“ 28 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





