გოჩოლეიშვილის პირველი საგოლე პასი „კოპენჰაგენში“

0
52

გიორგი გოჩოლეიშვილმა „კოპენჰაგენის“ მაისურით თავის ანგარიშზე პირველი საგოლე პასი ჩაიწერა. დანიის სუპერლიგის მე-14 ტურში „კოპენჰაგენი“ თავის მოედანზე „სილკებორგს“ შეხვდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მატჩის მე-2 წუთზე მან მეტოქის ნახევარზე ბურთი ჩაჭრა და მარჯვენა ფლანგიდან ზუსტი პასი გაუკეთა საჯარიმოში გომელიუსს, რომელმაც თავით ანგარიში გახსნა – 1:0, პირველი ტაიმისთვის დამატებულ მე-3 წუთზე საპასუხო გოლი ადამსენმა პენალტიდან გაიტანა – 1:1.
მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე მასპინძლები დიქსმა დააწინაურა, რომელმაც თერთმეტმეტრიანი გამოიყენა. თუმცა, 99-ე წუთზე სიმელჰაკმა „სილკებორგს“ ქულა მოუტანა – 2:2.

ლაშა თაბაგარი