გველესიანი აზიის ჩემპიონთა ლიგაში ისევ მოგების გარეშეა

0
54

„პერსეპოლისმა“, რომელშიც გიორგი გველესიანი გამოდის, აზიის ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე ისევ ვერ მოიგო. მე-4 ტურში ირანელებმა კატარის „ალ გარაფას“ უმასპინძლეს და შეხვედრა 1:1 დასრულდა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა „პერსეპოლისში“ შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლები 53-ე წუთზე ფარაჯიმ დააწინაურა, ხოლო სამ წუთში სტუმრებიდან საპასუხო ბურთი აჰ,ედ ალ განეჰიმ გაიტანა.
„პერსეპოლისმა“ განვილ ოთხ ტურში 2 თამაში ფრედ დაამთავრა და ამდენივე წააგო – 2 ქულით დასავლეთ ჯგუფში 12 გუნდში მე-9 ადგილზეა და პლეი-ოფის ზონას ერთი პოზიციით ჩამორჩება.
ლაშა თაბაგარი