გიორგი ჩაკვეტაძე ინგლისის ჩემპიონშიფის მე-13 ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. განვლილ ტურში „უოტფორდმა“ სტუმრად „შეფილდ უენსდის“ 6:2 აჯობა და გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად მოთამაშე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა საგოლე პასი მიითვალა.
ჩაკვეტაძე მიმდინარე სეზონში ჩემპიონშიფის ოფიციალურმა ვებგვერდმა მეორედ დაასახელა. მანამდე, მას ასეთი პატივი წილად მეორე ტურში ხვდა.
ჩაკვეტაძემ ცამეტივე მატჩი სასტარტოში ითამაშა და ერთი გოლის გატანის გარდა, ორი საგოლე პასი გააკეთა.
ლაშა თაბაგარი




