საბა ლობჟანიძის „ატლანტა იუნაიტედმა“ MLS-ის 1/8 ფინალში შინ ლიონელ მესის „ინტერ მაიმის“ აჯობა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეინარჩუნა. ატლანტაში ჩატარებულ შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრების გარემარბმა შეუცვლელად ითამაშა.
მაიამელები მე-40 წუთზე მარტინესმა დააწინაურა, ხოლო 58-ე წუთზე უილიამსმა ანგარიში გაათანაბრა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-4 წუთზე ხანდე სილვამ სტუმრების კარი აიღო და თავის გუნდს 1/4-ფინალში თამაშის შესაძლებლობა დაუტოვა. ამ გუნდებს შორის გადამწყვეტი შეხვედრა 10 ნოემბერს მაიამიში შედგება.
ლაშა თაბაგარი
მთავარი ნიუსი ლობჟანიძის „ატლანტამ“ მესის აჯობა – წინ გადამწყვეტი მატჩია