„სენტ-ეტიენმა“, რომელშიც ზურიკო დავითაშვილი გამოდის, საფრანგეთის ლიგა 1-ში ზედიზედ ორი მარცხის შემდეგ, მე-10 ტურში სამი ქულა აიღო.
„სენტ-ეტიენმა“ „ოსერი“ მიიღო და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა, მაგრამ ამჯერად გოლი ან საგოლე პასი არ მიუთვლია.
23 წლის დავითაშვილმა, რომელიც „სენტ-ეტიენში“ სადებიუტო სეზონს ატარებს, მიმდინარე სეზონში ლიგა 1-ში ჩატარებულ 10 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.
„სენტ-ეტიენი“ 10 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-15 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
მთავარი ნიუსი დავითაშვილის „სენტ-ეტიენი“ გასავარდნ ზონას დაშორდა