„ნაპოლოიმ“ მიმდინარე სეზონში იტალიის ჩემპიონატში თავის მოედანზე პირველი თამაში წააგო, ხოლო საერთო ჯამში მეორე. ანტონიო კონტეს გაწვრთნილი გუნდი ევროპა ლიგის მოქმედ გამარჯვებულ ბერგამოს „ატალანტას“ დაუპირისპირდა და სამი უპასუხო გოლი გაუშვა/ საქართველოს ეროვნული ნაკრების ლიდერმა ხვიჩა კვარაცხელიამ სასტარტოში იყო, მაგრამ ისე ვერ ითამაშა, როგორც გულშემატკივრები მიეჩვივნენ. მას მატჩის დაწყებამდე სპეციალური მაისური გადაცეს, რომელზეც ციფრი 100-ია გამოსახული, ვინაიდან წინა ტურში იტალიის ჩემპიონატში მეასეჯერ ითამაშა.
მატჩის მე-10 წუთზე „ნაპოლის“ საჯარიმოში საჰაერო ორთაბრძოლა დე რონმა მოიგო და ადემოლა ლუკმანს მიუვიდა ბურთი, რომელმაც მიწაზე დაუშვბელად მერეტს ახლო კუთხეში გაუტანა – 0:1.
ანგარიშის გახსნიდან ერთ წუთში მაკტომინეიმ ბერგამოელთა საჯარიმოს ხაზიფდან ძლიერად დაარტყა და ბურთი გვერდით ძელს მოხვდა. 31-ე წუთზე „ატალანტას“ კონტრშეტევის დროს დე კეტელარმა მასპინძლების ნახევარზე ლუკმანი მოძებნა, რომელმაც დაახლოებით 22 მეტრიდან დაარტყა და მერეტი ნახტომში ხელით შეეხო ბურთს, რომელიც კარში აღმოჩნდა – 0:2.
მ,ე-40 წუთზე დე რონმა თავის საჯარიმოში ცუდად მოიგერია ბურთი, რომელიც კართან ახლს მდგომ ლუკაკუს მიუვიდა, მაგრამ ბელგიელის დარტყმული მცველმა დაბლოკა. მეორე ტაიმის დასაწყისშო კვარაცხელია „ატალანტას“ კარს შორი მანძილიდან დაემუქრა, მაგრამ ბურთი მეკარის იოლი ნადავლი აღმოჩნდა. 67-ე წუთზე „ნაპოლიმ“ კუთხური ჩააწოდა და ბონჯორნოს თავურის შემდეგ ბერგამოელთა მეკარემ ნახტომში თავისი გუნდი გოლის გაშვებას გადაარჩინა. 71-ე წუთზე კვარაცხელია ნერეშმა შეცვალა. 75-ე წუთზე „ატალანტას“ კონტრშეტევის დროს, ლუკმანს ჰეთ-თრიქის შესრულების შანსი ჰქონდა, მაგრამ კარის ახლოდან ბურთი ბადეს გარედან მოახვედრა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-3 წუთზე მასპინძლების საჯარიმოში მყოფმა ბელანოვმა პასი რეტეგის გადააწოდა, რომელმაც ბურთი ჰაერიდან კარის ბადეში მოთავსა – 0:3. ცნობისთვის, ნეაპოლელებმა გასულ სეზონში ბერგამოელებთან შინ ანალოგიური ანგარიშით წააგეს.
მარცხის მიუხედავად „ნაპოლიმ“ 25 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „ატალანტამ“ 22 ქულით მეორე ადგილზე გადაინაცვლა.
ლაშა თაბაგარი
მთავარი ნიუსი „ნაპოლის“ პირველი საშინაო მარცხი სეზონში