მიქაუტაძეს ისევ ლაკაზეტი ამჯობინეს

0
15

„ოსერთან“ საშინაო მატჩში შესრულებული დუბლის მიუხედავად, გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურში სტუმრად „ლილთან“ დაპირისპირებაში სასტარტო შემადგენლობაში არ დააყენეს.
მთავარმა მწვრთნელმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდს მისი უშუალო კონკურენტი და გუნდის კაპიტანი ალექსანდერ ლაკაზეტი არჩია. მიქაუტაძე თამაშში 85-ე წუთზე სწორედ ლაკაზეტის ნაცვლად ჩაერთო.
„ლილი> მე-17 წუთზე ჯონათან დავიდმა დააწინაურა, ხოლო „ლიონმა“ ქულა მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ პირველ წუთზე ფოფანას ზუსტი დარტყმის შემდეგ მოიპოვა. „ლიონი“ 15 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი