გიორგი არაბიძემ სამხრეთ კორეაში თავისი პირველი ტიტული მოიგო. „ულსანმა“, რომელსაც ქართველი გარემარბი ზარფხულში შეუერთდა, 36-ე ტურში შინ „განგვონი“ 2:1 დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ოქროს მედლები გაინაღდა. განვლილ შეხვედრაში არაბიძე განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
26 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში „ულსანის“ შემადგენლობაში სამხრეთ კორეის ჩემპიონატში 6-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა. ის ვაკო ყაზაიშვილის შემდეგ მეორე ქართველია, რომელმაც სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გაიმარჯვა. ყაზაიშვილმაც წარმატებას „ულსანთან“ ერთად მიაღწია.
მანამდე, არაბიძემ დონეცკის „შახტარის“ შემადგენლობაში უკრაინის ჩემპიონატი, ორჯერ თასი და სუპერთასი მოიგო, ხოლო ქუთაისის „ტორპედოსთან“ ერთად როგორც საქართველოს თასს, ასევე სუპერთასს დაეუფლა.
ლაშა თაბაგარი
