ჯაბა ჯიღაურმა უზბეკეთის სუპერლიგის ოქროს მედლები მოიგო. „ნასაფმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი გამოდის, 23-ე ტურში სტუმრად ტაშკენტის „ლოკომოტივს“ 1:0 აჯობა და სამი ტურით ადრე ტიტული გაინაღდა.
ჯიღაური განვლილ მატჩში გუნდის განაცხადში არ იყო. 32 წლის ფეხბურთელმა, რომელიც „ნასაფში“ მეორე სეზონს ატარებს, წელს ჩემპიონატში ნათამაშებ 17 მატჩში 4 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი გააკეთა.
ის გასულ სეზონში უზბეკეთის თასს დაეუფლა. გარდა ამისა, უზბეკეთის სუპერთასი ორჯერ აღმართა. ჯიღაურმა “ვარდართან” ერთად მაკედონიის ჩემპიიონატის ოქროს მედლები მოიპოვა, ხოლო საქართველოს ჩემპიონის სამჯერ გახდა – ორჯერ თბილისის “დინამოში”, ხოლო ერთხელ ბათუმის “დინამოში”. ამასთანავე, მან სამ-სამჯერ საქართველოს თასი და სუპერთასი მოიგო.
ლაშა თაბაგარი
